ზუგდიდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი პრემიერის მრჩევლად დაინიშნა
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და “თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ირაკლი ჩიქოვანი პრემიერის მრჩევლად დაინიშნა. ჩიქოვანი მამუკა ბახტაძეს რჩევებს
სტრატეგიული მიმართულებით მისცემს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩიქოვანი თანამდებობაზე 24 დეკემბერს დაინიშნა.
ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის კენჭს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყრიდა, თუმცა დამარცხების შემდეგ პარტია დატოვა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს კი ჩიქოვანმა „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნების შესახებ გააკეთა განცხადება.
მასალის გამოყენების პირობები