პარლამენტში, განათლების კომიტეტის სხდომაზე, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საკითხის განხილვა უკვე მეორედ გადაიდო. დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ საკითხი
განათლების მინისტრთან ერთად განიხილონ. აღნიშნული საკითხი დღევანდელ სხდომაზე განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშთან ერთად უნდა განხილულიყო და ის სამსახურის უფროსს უნდა წარმოედგინა, თუმცა, სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა და საკითხის განხილვა არ დაწყებულა.
ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილება პარლამენტში მინისტრის მიუსვლელობამ გამოიწვია.
სხდომას ესწრებოდა ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელიაც.
ამავე თემაზე:
ბაჩანა შენგელია კერზაიას საქმეზე პარლამენტში კომიტეტის სხდომას დაესწრება
მასალის გამოყენების პირობები