რა პრობლემების წინაშე დგას აბაშის ბიბლოთეკა (ვიდეო)
20:05 / 29.12.2018
აბაშის მთავარი ბიბლიოთეკა , რომლის საცავი 3900 წიგნს ინახავს, 1933 წელს დაარსდა. აქ სულ 14 ადამიანი მუშაობს. ირა თოფურია ბიბლიოთეკის ხელმძღვანელია.
წუხს, რომ ბიბლოთეკას საკუთარი შენობა არ გააჩნია. აბაშის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლოთეკას ყოველდღიურად 175 მკითხველი ჰყავს, ფართი კი მხოლოდ 250 კვ.მ-ს შეადგენს.
,,ბიბლოთეკაში საკმაოდ სერიოზული პრობლემებია, პირველი ის, რომ ბიბლიოთეკის შენობა, სადაც შეიძლება წიგნადი ფონდი გაიშალოს და თანამშრომლებს ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო პირობები, არ არსებობს, არ არის ვინტილაცია და ფუჭდება წიგნები’’ , - გვიყვება თოფურია.
წლების განმავლობაში დაწესებულება ჯერ აბაშის ყოფილი მეორე სკოლის შენობაში, შემდეგ კი გამგეობაში იყო განთავსებული, ახლა კი ძველი სამშობიაროს შენობაში დაიმკვიდრა ბინა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები