ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ენმ-ის მიერ ნაჩუქარ სათამაშო ღორსა და თაგვს კაბინეტში შეინახავს.
"წავიღებ და კაბინეტში შევინახავ, მით უმეტეს, საჩუქრებით არ ვარ განებივრებული", - თქვა წოწერიამ.
ანა წითლიძემ წოწერიას სათამაშოები დღეს საკრებულოს სხდომაზე გადასცა.
"ეს არის სიმბოლო იმისა, როგორ ღორულად და ვირთხულად ექცევა "ქართული ოცნება" ზუგდიდის ბიუჯეტს", - ამბობს ანა წითლიძე.
ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი დღეს დაამტკიცეს და ის 34 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები