ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ ეტაპზე მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით ხუთი ადამიანი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის
მართვით სუნთქვაზე რჩება. როგორც რადიო
„ათინათს“ ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა, იმის დასადგენად არის თუ არა H1N1 ვირუსი შესაბამისი კვლევებისთვის ანალიზი უკვე აღებულია.
„ოთხი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მკურნალობას შინაგან სნეულებათა განყოფილებაში აგრძელებენ. ერთის მდგომარეობა კი მძიმეა და ის კვლავ მართვით სუნთქვაზეა“, - ამბობს ორჟონია.
33 წლის ზუგდიდელი მამაკაცს, რომელიც თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში 29 დეკემბერს გარდაიცვალა, H1N1 ვირუსი აღმოაჩნდა. იგი თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, თუმცა იმავე დღეს მშობლების მოთხოვნით თბილისში გადაიყვანეს. გარდა ამისა, ახალი წლის წინა დღეებში ე.წ. ღორის გრიპის დიაგნოზით კიდევ ორი ადამიანი იყო მოთავსებული. ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ამავე თემაზე:
თბილისში გარდაცვლილ ზუგდიდელ ახალგაზრდას ღორის გრიპი დაუდგინდა
მასალის გამოყენების პირობები