საშობაო ლიტურგია წუხელ, შობის ღამეს ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა
მეუფე გერასიმემ აღავლინა.
წირვას მშენებარე ტაძარში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია კი საშობაო ლიტურგიას ფოთის საკათედრო ტაძარში დაესწრო.
საშობაო წირვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღასრულა.
მასალის გამოყენების პირობები