ზუგდიდის მერიის ააიპ "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ზუგდიდში მათ ანტივირუსულ პრეპარატ ტამიფლუს 6 სამკურნალო დოზა გაიცა, მათ შორის,
სამი მათგანი ორსულებზე.
„28 დეკემბრიდან დღემდე გავეცით პრეპარატი და საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კიდევ გავცემთ“, - უთხრა რადიო
„ათინათს“ ოდიშარიამ.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ დროისთვის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 15 პაციენტი მკურნალობს, აქედან სამი მცირეწლოვანი ბავშვია, სამი კი ორსული.ჰოსპიტალის ადმინისტრაციის ცნობით, 28 დეკემბრიდან დღემდე რეფერალურ ჰოსპიტალს 229 პაციენტმა მიმართა, რომელთაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და ბინაზე გაეწერა, ხოლო 25 მათგანს სტაციონალური მკურნალობა დასჭირდა.
ზუგდიდში ე.წ ღორის გრიპის სამი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ერთი თბილისში გარდაიცვალა, ხოლო ორი გაეწერა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის საავადმყოფოს ბოლო ათ დღეში გრიპის სიმპტომებით 230-მდე პაციენტმა მიმართა
მასალის გამოყენების პირობები