ზუგდიდის რომელ ქუჩებზეა დაგეგმილი გზების რეაბილიტაცია 2019 წელს
2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, წელს ქალაქის 15-ზე მეტ ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შიდა გზების ორმული შეკეთება დაგეგმილია შემდეგ
ქუჩებზე:
კ. გამსახურდიას (პირველი შესახვევით), იონა მეუნარგიას, თავისუფლების, ბარამიას, თამარ მეფის, ბ. ჯანაშიას, პუშკინის, ქუთაისის, გოგებაშვილის, გორკის, ნინოშვილის, ლაზის, თათარაშვილის, სპეციალისტების, მარია და ლეხ კაჩინსკების, სახოკიას და ლერმონტოვის ქუჩა.
ამასთან, მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში წერია, რომ გზებს საჭიროებისამებრ სოფლებშიც შეაკეთებენ.
აღნიშნული სამუშაოებისთვის 500 ათასი ლარია გათვალისწინებული.
მასალის გამოყენების პირობები