დღეს დილის საათებში ხანძარი განჩნდა გაგრაში, 16 მარტის ქუჩაზე მდებარე ხის სახლში. შედეგად დაიღუპა ხანდაზმული ქალი, ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის
საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ რთული სიტუაციაა ხანძრებთან დაკავშირებით, წერს „აფსნი ლაიფი“.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები