დაავადებათა კონტროლის ცენტრი გრიპის ვირუსზე: პანიკის საფუძველი არ არსებობს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება
სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერებას მისი თქმით, რეკომენდაციას განათლების სამინისტროს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად მისცემენ.
"სკოლისა და ბაღის გარეშე ადამიანები ავად არ ხდებიან? ჩვენი რეკომენდაცია იქნება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.ძირითადი რეკომენდაციები რჩება იგივე, ავადმყოფი ადამიანი მაქსიმალურად იყოს ფრთხილად და თუ აქვს ტემპერატურა 38-ზე ზემოთ აუცილებლად მიმართოს ექიმს, რათა ექიმმა გადაწყვიტოს ანტივირუსული საშუალებების ჩართვა მკურნალობაში", - განაცხადა იმნაძემ.
ბოლო მონაცემებით, ე.წ"ღორის გრიპით" საქართველოში 12 ადამიანი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები