სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ძველ ხიბულაში იმ ადგილას, სადაც ზვიად გამსახურდია დღემდე გაურკვეველ ვითარებაში
გასროლის შედეგად გარდაიცვალა, მემორიალური სახლ-მუზეუმის მოწყობის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაცია გუბერნიის პრესსამსახური ავრცელებს.
სახლს, სადაც გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის აგვისტოში მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ გასული წლის ნოემბერში რადიო
“ათინათს” უთხრა, რომ ძეგლი რეაბიტილირდება.
ამავე თემაზე:
ხიბულაში რეაბილიტირდება სახლი, სადაც ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა
მასალის გამოყენების პირობები