ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ჭადრაკის სასახლის სარეაბილიტაციაო სამუშაოები მეორე ეტაპის შესასრულებლად 433 ათასამდე ლარის ღირებულების
ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობის რეკონსტრუქცია, არსებულ შენობაზე მეორე სართულის დაშენებით, სადაც განთავსდება დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრების ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები. მოეწყობა წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა. ფასადზე, თანამედროვე კომპოზიტური მასალებით, ახალი არქიტექტურული ფორმების მოწყობით,განახლდება შენობის გარე იერსახე. შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.
პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები შპს "გილანმა" განახორციელა.
რებილიტაციის სრული ღირებულება 865 300,87 ლარს შეადგენს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდება.
ტენდერში წინადადებების მიღება 26-დან 31 იანვრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები