შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ძველი სტილით ახალ წელს, საოკუპაციო ხაზთან, სამეგრელოს სოფლებში შეხვდა. შს სამინიტროს ინფორმაციით, მინისტრმა განმუხურის საგუშაგოზე,
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. მასთან ერთად იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნაორის ალექსანდრე მოწერელია.
განმუხურის გარდა, გახარია რუხში, ხურჩასა და ფახულანში განლაგებულ რამდენიმე საგუშაგოს, ასევე ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია.
მასალის გამოყენების პირობები