გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდში ხვალ მთელი დღის განმავლობაში თოვლჭყაპი და ქარია მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი მოთოვს. ამავე ცნობით, რთული მეტეოლოგიური პირობები ხვალ
საღამომდე შენარჩუნდება, ხოლო ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +5-მდე დაიკლებს.
„დღეს გაწვიმდება ზუგდიდში. ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. ხვალ მთელი დღის განმავლობაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი, იქნება ქარიც. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურა ღამით +3 გრადუსამდე დაიწყებს“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნული სააგენტოში.
სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 17-18 იანვარს ელოდებიან. ამ ორი დღის განმავლობაში კი ღამის საათებში ტემპერატურა -2 და - 4 გრადუსამდე დაეცემა.
მასალის გამოყენების პირობები