სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მეოთხე მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა. როგორც გუბერნიის პრესსამსახურში რადიო
„ათინათს“ უთხრეს,
თორიას საკურატორო სფერო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა იქნება. ამავე სფეროს კურირებს კიდევ ერთი მოადგილე ნინო ვიბლიანი. რაც შეეხება გუბერნატორის პირველ მოადგილეს ირაკლი ჯიქიას, ის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საქმიანობას უწევს კურატორობას, კობა ქანთარია კი - რეგიონულ პროექტებს.
ამავე თემაზე:
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ახალი მოადგილე ჰყავს
მასალის გამოყენების პირობები