მსხვილმა ამერიკულმა კომპანია, შესაძლოა, ანაკლიის პორტთან ითანამშრომლოს
უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია Trammo-ს წარმომადგენლები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
ამის შესახებ რადიო „ათინათს“ კონსორციუმიდან აცნობეს. ამავე ინფორმაციით, შეხვედრას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი, Trammo - ს პრეზიდენტი ედვარდ ვაინერი, ვიცე პრეზიდენტი უიალიამ მარკშტეინი და ფინანსური დირექტორი ვილდან ბეკიროვი ესწრებოდნენ.
კონსორციუმისცნობით, Trammo უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია და მინერალური სასუქების უდიდესი ტრეიდერია, რომელიც ანაკლიის პორტში ნაყარი ტვირთების ტერმინალის ინვესტირებით დაინტერესდა . როგორც შეხვედრაზე Trammo- ს პრეზიდენტმა ედვარდ ვაინერმა განაცხადა, ანაკლიის პორტის პროექტი მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა და ისინი პორტთან თანამშრომლობას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ, თანამშრომლობის პროცესში კომპანია უზრუნველყოფს როგორც მაღალი ეკოლოგიური სტანდარტების დაცვას, ასევე ეცდება მნიშვნელოვან წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში.
მასალის გამოყენების პირობები