სამეგრელოს მერების შენიშვნები დეცენტრალიზაციის პროექტზე და სამინისტროს პასუხი (ვიდეო)
17:12 / 17.01.2019
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. მუნიციპალიტეტების
მერებმა პრეზენტაციების შემდეგ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს რეკომენდაციებით მიმართეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა - ნიკოლოზ როსებაშვილმა დეცენტრალიზაციის საშუალო სტრატეგიის (2019-2025) პროექტი პრეზენტაციის სახით წარმოადგინა და დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული დოკუმენტის ძირითადი პრინციპები გააცნო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ დასუფთავების გადასახადისა და ავტოსადგომების საკითხის მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტს მიეცეს საშუალება, ავტოსადგომებისა და დასუფთავების მოსაკრებლის პრობლემები საკუთარ თავზე აიღოს. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია, ზუგდიდის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები არა ეკონომიკის სამინისტროს, არამედ მუნიციპალიტეტის საკუთრება იყოს.
“ის, რომ ეკონომიკის სამინისტრო დაქსაქსულად ყიდის მიწებს, აისახება სოფლის მეურნეობაზე. რაც შეეხება დასუფთავებას, ჯარიმების აღსრულების არანაირი ბერკეტი არ არსებობს. ავტოსადგომებიც რამდენიმე ადგილასააა განთავსებული”, - თქვა წოწერიამ.
მარტვილის მერმა ყურადღება დაყადაღებულ, მიტოვებულ შენობებზე გაამახვილა.
“ფაქტობრივად, ვუყურებთ, როგორ გვენგრევა შენობები, რომელთა გამოყენება შეგვიძლია ჩვენ მუნიციპალიტეტის საჭიროებისთვის. ფაქტობრივად, ეს შენობები არავის უნდა და ჩვენც ვერ ვსარგებლობთ და ამის მაგალითების დასახელებაც შემიძლია”,-თქვა გრიგალავამ.
აბაშის მერი ლევან მაკალათია დაინტერესდა, როდის იქნება მზად ეკონომიკის სამინისტრო, რომ მათ საკუთრებაში არსებული მიწები მუნიციპალიტეტებს გადასცენ. გარდა ამისა, მაკალათია მიიჩნევს, რომ მსგავსი განხილვები დეცენტრალიაციის საკითხზე ყველა მუნიციპალიტეტში ინდივიდუალურად უნდა გაიმართოს.
„აუცილებლად სწრაფად უნდა განხორციელდეს პროექტი და ეს მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანია. ფიზიკურ პირებს თუ შპს-ების წარმომადგენლებს მეტად უადვილდებათ ადგილობრივი ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ვიდრე ცენტრალურ მთავრობასთან, ამიტომაც მნიშვნელოვანია მიწების მუნიციპალურ საკუთრებად ქცევის საკითხი“, - აღნიშნა მაკალათიამ.
ამავე პოზიციაზეა ფოთის ადგილობრივი ხელისუფლებაც. ფოთის მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა აღნიშნა, რომ ქალაქს, რომელსაც პორტი და კოლხეთის ეროვნული პარკი აქვს, სპეციფიური საჭიროებები გააჩნია.
„უნდა მიეცეს ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალება, რომ დააწესოს მოსაკრებლები. არავითარი ფინანსური სარგებელი ჩვენი ქალაქისთვის არ აქვს არც პორტს და არც კოლხეთის პარკს. ძალიან კარგია ასეთ სტრატეგიაზე მუშაობა, მაგრამ აუცილებელია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, არასამთავრობოებს და აქ დასაქმებულებს ვკითხოთ აზრი, რათა სამომავლოდ ცენტრზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები“, - აღნიშნა ფარეშიშვილმა.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეებიც დაესწრნენ. როგორც ექსპერტმა ირაკლი მელაშვილმა აღნიშნა, დეცენტრალიზაციისთვის მთავარი მიმართულება ქონების გადაცემა და საშემოსავლო გადასახადის გაყოფა უნდა იყოს, რასაც პროექტი ამ ეტაპზე არ ითვალისწინებს.
„ორი მიმართულება არის უმნიშვნელოვანესი - ქონების გადაცემა და საშემოსავლო გადასახადის გაყოფა, რაც, ერთი მხრივ, მისცემს მუნიციპალიტეტებს მოტივაციას ეკონომიკური აქტივობისთვის, მეორე მხრივ კი, მუნიციპალიტეტს თითოეული დასაქმებული პირისგან გადასახადი შემოუვა“, - თქვა მელაშვილმა.
კითხვებს რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს. მათი თქმით, რეკომენდაციები, რომელთაც ისინი მუნიციპალიტეტებში მიიღებენ, სტრატეგიაში აისახება.
„2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიას აქვს სამი ძირითადი მიმართულება - უფლებამოსილებების გადაცემა მუნიციპალიტეტებისთვის, მეტი ფინანსური რესურსის გადაცემა და მოქალაქეების ჩართულობით ღონისძიებების დაგეგმვა, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს. ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების მოსაზრებებთან და ის, რაც, არ არის ასახული, აუცილებლად ჩაიწერება“, - აღნიშნა მზია გიორგობიანმა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონებში დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო. ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დეცენტრალიზაციის საკითხებზე დიალოგის წარმართვასა და დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები