„ნენსკრა ჰიდროს” ოპერაციების მართვის დირექტორის თეიმურაზ კოპაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
და ჰესი ექსპლუატაციაში 2025 წლისთვის შევა. ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს.
ამავე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები მისასვლელი გზების მომზადებას, ხიდების მშენებლობასა და იმ ინფრასტრუქტურის შექმნას გულისხმობს, რომელიც აუცილებელია ძირითადი სამუშაოების დაწყებისთვის.
„ნენსკრა ჰიდრო” აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ჩვენი კომპანიისთვის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. არამარტო სამშენებლო სამუშაოებზე, არამედ, ოპერირების პერიოდშიც მაქსიმალურად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა“,— განუცხადა რადიო „კომერსანტს“ კოპაძემ.
„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა სვანეთის რეგიონში, კერძოდ მდინარე ნენსკრაზე, ჭუბერის ხეობაშია დაგეგმილი. მისი სიმძლავრე 280 მეგავატი იქნება. იგი საშუალებას მოგვცემს მივიღოთ დამატებითი 1,200 000 000 კილოვატ/საათი ენერგია წლის განმავლობაში.
სვანეთში ჰესებისა და სხვა საფრთხის შემცველი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა არაერთხელ გააპროტესტეს. ადგილობრივების ნაწილი თვლის, რომ რეგიონში ჰესების მშენებლობა გარემოს ზიანს მიაყენებს.
წყარო: კომერსანტინენსკრაჰესის მშენებლობა ნოემბერში განახლდება
მასალის გამოყენების პირობები