ავტოტექცენტრის დირექტორი: რიგები „ჭკვიანი კამერებით“ დაჯარიმების შემდეგ დადგა (ვიდეო)
17:21 / 18.01.2019
ზუგდიდში, ტექნიკური ინსპექტირების ერთადერთ ცენტრში, რამდენიმე დღეა, რიგებია. ამასთან დაკავშირებით მძღოლებს პრეტენზიები აქვთ. ამბობენ, რომ მთელი დღის და ხანდახან, ორი
დღის განმავლობაშიც უწევთ რიგში ყოფნა, რომ მათმა ავტოტრანსპორტმაც გაიაროს ტექდათვალიერება.
„დილის შვიდი საათიდან ვარ რიგში. ძალიან ცუდი ორგანიზებულია. შეიძლებოდა ონლაინ ჩაწერა ყოფილიყო ან უფრო მოეწესრიგებინათ ეს რიგების პრობლემა. იმედი მაქვს, რომ მოგვარდება ესეც. რაც შეეხება ტექდათვალიერებას - ამ გადაწყვეტილებას მივესალმები. თითოეულმა მოქალაქემ უნდა მოაწესრიგოს მანქანა“, - თქვა მძღოლმა ლაშა თავდიშვილმა.
მათი პრეტენზიების პასუხად ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ცოცხალი რიგია და ერთ მანქანას, დაახლოებით, 15-20 წთ სჭირდება.
ზურაბ ჯღარკავას ინფორმაციით, მანქანების რაოდენობა, თითქმის, 5-ჯერ მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში მძღოლები „ჭკვიანი კამერების“ საშუალებითაც დაჯარიმდებიან.
„6 წელია ჩვენი ცენტრი ფუნქციონირებს და ფაქტობრივად, ჩათვალეთ, რომ ბოლო თვეებია, რაც რეალურად დავიწყეთ მუშაობა. როგორც კი ტელევიზიით გამოცხადდა, რომ „ჭკვიანი კამერებით“ დაჯარიმება ამოქმედდა, მეორე დღიდანვე გაჩნდა რიგები. დღეში საშუალოდ ვატარებთ 50 ავტომანქანას, როცა ადრე დღეში 10 მანქანა იყო ხოლმე", - აღნიშნა ჯღარკავამ.
როგორც ჯღარკავა ამბობს, მოყვანილი ტრანსპორტის 50% ტექდათვალიერებას ვერ გადის.
„50% კი ვერ გადის შემოწმებას. ხარვეზები არის ყველანაირი: გამონაბოლქვი, გაუმართავი ელექტრომოწყობილობა და მუხრუჭი, არის შეუსაბამო ვიზუალი, ფაქტობრივად, იატაკი არ აქვს მანქანას და მოდის“, - ამბობს შპს "ავტოტექცენტრის" დირექტორი ზურაბ ჯღარკავა. მძღოლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტექდათვალიერება საჭიროა, თუმცა ზუგდიდში მოუწესრიგებელი გზების გამო მისი სავალდებულოდ შემოღება ნაადრევია.
„საჭიროა ტექდათვალიერება, თუმცა ზუგდიდში გზები ცუდ მდგომარეობაშია. რაც არ უნდა გავუკეთო ამ მანქანას, ისეთი გზებია, რომ ერთ წელიწადსაც ვერ გასტანს, ისევ მისახედი იქნება“, - აღნიშნა მძღოლმა ემზარ ბერიშვილმა.
2018 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების შესახებ კანონი ძალაში შევიდა. 14 იანვრიდან კი "ჭკვიანი კამერები" დააჯარიმებენ იმ ავტომობილებს, რომლებსაც სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ აქვთ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები