საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთის ფედერაციასა საოკუპაციო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გამშვები პუნქტების
დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმებს დაუყოვნებლივ გახსნან ე.წ. გამშვები პუნქტები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რადგანაც პირველ რიგში, ეს არის ჰუმანიტარული საკითხი და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ისეთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიც არის თავისუფალი გადაადგილება“ - განაცხადა ზალკალიანმა.
ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე სრულად არიან ინფორმირებული ჟენევის თანათავმჯდომარეები. მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, მშვიდობიანი და დიპლომატიური ძალისხმევით მიაღწიოს ადგილზე მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას და ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფას.
ამავე თემაზე:
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტები დახმარებას ითხოვენ
მასალის გამოყენების პირობები