ბინების გაქირავების მსოფლიო სერვისი აფხაზეთიდან და ცხინვალიდან განცხადებებს წაშლის
ბინების გაქირავების სერვისმა Airbnb-მა გადაწყვიტა, რომ ოფიციალური საიტიდან წაშალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - აფხაზეთიდან და
ცხინვალიდან რეგისტრირებული განცხადებები. როგორც კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, მათ შეიმუშავეს სავადო ტერიტორიებზე არსებული შეთავაზებების შესახებ სტრუქტურა.
„სადავო ტერიტორიებთან მიმართებით კომპანიის გლობალური ჩარჩოს გათვალისწინებით, Airbnb-ი წუხილს გამოთქვამს, რადგან უძრავი ქონება ანუ სახლები არის დავის მთავარი საგანი „სამხრეთ ოსეთსა“ და აფზახეთში, ხოლო ჩვენს ვებგვერდზე მათი განთავსებით შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია მოხდეს. Airbnb-მ დაადგინა, რომ ამ ტერიტორიებზე მდებარე სახლების ვებგვერდზე დატოვება რეგიონში კიდევ უფრო ფართო კონფლიქტთან არის დაკავშირებული“ – აღნიშნულია Airbnb-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები