მოუწესრიგებელი პარკინგის პრობლემა ჩხოროწყუში (ვიდეო)
00:20 / 20.01.2019
ჩხოროწყუში ე.წ. ბაზრობის დღეები კვირაში სამჯერაა. მოსახლეობა ასეთ დროს ქალაქის ცენტრალური ნაწილის გადატვირთვას უჩივის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ავტომანქანების მოძრაობა
უკონტროლო ხდება, რაც პრობლემას ქვეითებსაც უქმნის და მძღოლებსაც. მათივე თქმით, გადატვირთული მოძრაობა ფეხით მოსიარულეებსაც უქმნის საფრთხეს, ხოლო ტროტუარები ავტოსადგომებად არის გამოყენებული.
,,ტროტურარებზეც და ზებრა გადასასვლელებზე აპარკინგებენ მძღოლები მანქანას. ჩემი აზრით, უნდა დაიდგას საგზაო ნიშნები, რომლებიც მოაწესრიგებენ ქალაქში ავტომობილების პრობლემას და ქვეითების უსაფრთხო გადადგილებას’’ - ამბობს მოქალაქე ბაჩანა აბაკელია.
,,აუცილებლად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება, როგორც მძღოლის, ასევე ქვეითად მოსიარულის’’ - გვითხრა ქალაქის მკვიდრმა ლაშა მებონიამ.
ჩხოროწყუს მერიაში გვითხრეს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან.
„ მიზანშეწონილად ვთვლით, რომ ქალაქში გამოყოფილი იყოს შესაბამისი ადგილები, სადაც მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ავტომობილები მოწესრიგებულად დააპარკინგონ“, - თქვა ჩხოროწყუს გამგებლის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები