დრანდის ციხის თანამშრომლები პატიმრების წვეულების გამო გაათავისუფლეს
დრანდის იზოლატორის და ამავე უწყების დაცვის განყოფილების უფროსები დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. „აფსადგილ ინფოს“ ცნობით, დე ფაქტო აფხაზეთის შს
მინისტრის გარი არშბას დავალებით განხორციელებული შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულების მონახულება დაუშვებელია სპეციალური ნებართვის გარეშე და მხოლოდ დადგენილი გრაფიკით უნდა მოხდეს.
პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, რომელზეც ასახულია დრანდის იზოლატორის ერთ- ერთ კამერაში პატიმრების მიერ მოწყობილი წვეულება.
მასალის გამოყენების პირობები