ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონზე მეტი ლარი გამოეყო. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლის ნანი მიქენაიას ინფორმაციით, მთავრობის
ახალი განკარგულებით ზუგდიდის ბიუჯეტს 7 მილიონ 588 ათასი ლარი ემატება.
„ამას გარდა, ძველი ნაშთების გათვალისწინებით, 3 მილიონ 274,5 ლარია დამატებული. რაც შეეხება 7 მილიონ ნახევარ ლარს, გათვალისწინებულია სოფლებში გზების, საჭადრაკო სკოლის, ჭითაწყარში დევნილთა ჩასახლების რეაბილიტაცია და ჩხორიაში წყალმომარაგების მოწყობაც“, - უთხრა რადიო
„ათინათს“ მიქენაიამ.
მისივე თქმით, სამ მილიონზე მეტი ლარი 2018 წლიდან დაწყებული პროექტებისთვის მიემართება.
ნანი მიქენაია ამბობს, რომ წლის განმავლობაში, ბიუჯეტი, მთავრობისგან გამოყოფილი თანხებით არაერთხელ მოიმატებს.
ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი 31 დეკემბერს დაამტკიცეს და ის 34 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენდა.
ამავე თემაზე:ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები