ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჟურნალისტის ლევან ჩხაიძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. “სამწუხაროდ, ქართულმა მედიამ დაკარგა ერთ-ერთი გამორჩეული ჟურნალისტი.
ვუსამძიმრებთ ლევან ჩხაიძის ოჯახსა და მეგობრებს, მთელ ჟურნალისტთა კორპუსს”, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ.
დეპუტატებმა ასევე პატივი მიაგეს 16 იანვარს ბუნებრივი აირის აფეთქებისას დაღუპულთა ხსოვნას.
ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში გუშინ, 21 იანვარს, სავარაუდოდ, თრომბით გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები