ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშის ხიდზე ერთ-ერთი ქვეითთა გადასასვლელი გაუქმდა. საუბარია ხიდის თავში არსებულ გადასასვლელზე, რომელიც რკინის ჯებირებითა და ხის მასალით დღეს ჩაკეტეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეითთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს და გადასასვლელის აღდგენას ითხოვს.
ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს. რაც შეეხება ე.წ. ზებრას ხის მასალითა და ჯებირით ჩაკეტვას, მერიაში გვითხრეს, რომ გაუქმებულ გადასასვლელს მოაწესრიგებენ.
მასალის გამოყენების პირობები