რეგიონი
ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა 20 წლის განმავლობაში 16 ათასი ადამიანის დასაქმებას აპირებს
ანაკლია სითიმ “ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის (სეზ) განვითარების გეგმის“ კვლევა დაასრულა, რომელიც ბრიტანულმა კომპანია BuroHappold Engineering-მა და ამერიკულმა კომპანია Moffat & Nichol - მა შეიმუშავეს. კვლევის შედეგებით, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა 20 წლის განმავლობაში 475 ჰა მიწას აითვისებს, 16 000 ადამიანს დაასაქმებს და 1,04 მილიარდი აშშ დოლარის ჯამურ ინვესტიციას მოიზიდავს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს. ამავე ინფორმაციით, კვლევამ ასევე აჩვენა ის პრიორიტეტული დარგები და მიმართულებები, რომელთათვისაც ანაკლიის სეზ-ი განსაკუთრებით ეფექტური იქნება: ლოგისტიკა/სადისტრიბუციო, კვების მრეწველობა, სამშენებლო მასალა, კოსმეტიკა, ავტონაწილები, ფარმაცეფტიკა და სხვა.

ანაკლიის პორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა ოპერირებას პორტთან ერთად დაიწყებს და პირველად საქმიანობად პორტის ტვირთების მომსახურებასა და სხვა ლოგისტიკურ საქმიანობებს გეგმავს.

„2019 წელს ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა აქტიურად იმუშავებს იურიდიული ჩარჩოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც მორგებული იქნება კერძო სექტორის ინტერესებზე და მიმზიდველი იქნება მულტინაციონალური კომპანიებისათვის, რათა შეძლოს, კონკურენცია გაუწიოს სხვა წარმატებულ ეკონნომიკურ ზონებს.„ანაკლია სითი“ სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებას ფაზების მიხედვით გეგმავს. პირველი ფაზა მოიცავს მომდევნო 9 წელს, რომლის ფარგლებშიც ათვისებული იქნება 100 ჰა მიწა, დასაქმდება 2700 ადამიანი და მოზიდული ჯამური ინვესტიციის მოცულობა 190 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს“, - აღნიშნულია პორტის ინფორმაციაში.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.