ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელ ჭიშკართან მდგარი კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკების
სარესტავრაციო სამუშაოებისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. დაზიანებული ძეგლის აღსადგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 731 ლარი გამოიყო. გამარჯვებულმა ქანდაკება ხელშეკრულების დადებიდან 40 დღეში უნდა აღადგინოს. ტენდერში წინადადებების მიღება ორიდან ხუთ თებერვლამდეა შესაძლებელი.
ზუგდიდში ქალ- ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება გასული წლის მაისში დააზიანეს და კვარცხლბეკიდან ჩამოაგდეს. საქმეზე გამოძიება 87-ე ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.
ამავე თემაზე:
დადიანების მუზეუმის ეზოში ბრინჯაოს ქანდაკება დააზიანეს
ზუგდიდის მერია: დაზიანებულ ბრინჯაოს ქანდაკებას აღვადგენთ
მასალის გამოყენების პირობები