სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე აგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი შენობა ექნება. მშენებლობაზე ტენდერი მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე
გამოაცხადა.ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოებისთვის 292 400 ლარია გათვალისწინებული.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შენობა, რომელიც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დაკვეთით დაპროექტდა, ერთსართულიანი იქნება და პირველ ეტაპზე ის სამ ბრიგადაზეა გათვლილი მეოთხე ბრიგადის დამატების პერსპექტივით.
გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებინად სამ თვეში უნდა დაასრულოს.
ტენდერში მონაწილეობის მიღება კი მსურველებს 31 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები