საჯარო მოხელეები ზუგდიდში, რომელთაც დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც არასრულად შევსებულ დეკლარაციებზეა საუბარი. TI-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია,
რომ ააიპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ ხელმძღვანელს ნუგზარ მალაშხიას 2018 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი შპს “ნუმარემაში” - 50%-იან წილს, შპს “ბერმუხა - 09ში” - 25%-იან, ხოლო შპს “ზუგდიდის ბავშვთა პოლიკლინიკაში” - 1% წილს ფლობს.
შპს “ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS”-ის დირექტორს ბესიკ თოდუას კი 2018 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ ის შპს “გდგ კომპანის” დირექტორია.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართავს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.
მასალის გამოყენების პირობები