სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგის ჯგუშიამ, შესაძლოა, ზუგდიდის მერობისთვის საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს. მისი თქმით,
ამ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, თუ ზუგდიდში „ქართულ ოცნებას" მერობის კანდიდატი ეყოლება. ამის შესახებ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, მისივე განმარტებით, მმართველ პარტიას არ აქვს უფლება, რომ ზუგდიდში მერობის კანდიდატი წარადგინოს.
„რამდენიმე თვის უკან "ქართულმა ოცნებამ" ჩაატარა კრიმინალური არჩევნები. შს მინისტრი კონკრეტულად იჯდა ზუგდიდში და მართავდა არჩევნებს კრიმინალურად. ახლა ხელს უშლის ივანიშვილი ანაკლიაში პორტის განვითარებას პირადი ამბიციების გამო. მე მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", რომ მისცეს ხალხს არჩევანის შესაძლებლობა და არ წარადგინოს ზუგდიდში თავისი კანდიდატი. ივანიშვილი დაგვპირდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს გაემიჯნებოდა, მაგრამ მენ ვერ შეასრულა დაპირება, ზურაბიშვილი მაინც გაიყვანა. ზუგდიდში მაინც დათმეთ, რომ მოსახლეობამ თავისი კანდიდატი წარადგინოს, ოპოზიციამ ხელისუფლების ზეწოლის გარეშე ხალხთან ერთად შეძლოს ქალაქის ფორმაში მოყვანა. ვემზადებოდი საპარლამენტო არჩევნებისთვის, მზად ვარ, გეგმები შევცვალო“, - ამბობს ჯგუშია.
ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიმ თანამდებობა გასული წლის სექტემბერში დატოვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. მერის მოვალეობას ამ დრომდე მაიზერ ნანავა ასრულებს. მერის არჩევნები კი 2019 წლის მაისში გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები