ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა მერიის ააიპ „სპორტის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის გოჩა ჩიქოვანის პროექტი მოიწონა, რომლის თანახმადაც
საშტატო ნუსხა 32 თანამშრომლით შემცირდა.
„საშტატო ნუსხა 99 თანამშრომლით განისაზღვრა. აქ შედიან ყინულის სახლის თანამშრომლებიც, გარდა ამისა, 4 შტატგარეშე თანამშრომელია. სულ კი ააიპ-ში 103 ადამიანი იმუშავებს", - თქვა გოჩა ჩიქოვანმა.
დროებითმა სამუშაო ჯგუფმა ასევე განიხილა პროექტი „სპორტის განვითარების ცენტრის“ ბაზაზე 6 სპორტული სკოლის ჩამოყალიბების შესახებ. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ, შესაძლოა, ბავშვთა ფეხბურთის სკოლა ცალკე ააიპ-ად ჩამოყალიბდეს.
სამუშაო ჯგუფი მომდევნო შეხვედრაზე „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ და შპს „ანაკლია-განმუხური რესორტის“დირექტორებს მოუსმენს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის მერიის სპორტის ააიპ-დან კიდევ 50 თანამშრომელი გაათავისუფლეს
მასალის გამოყენების პირობები