ფოთის ბაზრის მიმდებარედ მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეების დახლები და ინვენტარი აიღეს. თავად მოვაჭრეების ინფორმაციით, ისინი გაფრთხილებულები არ იყვნენ და
დახლების აღებას აპროტესტებენ.
ფოთის მერიაში კი რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით მოვაჭრეები გაფრთხილებულები იყვნენ და მათთვის ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ადგილიც გამოყოფილია.
მასალის გამოყენების პირობები