მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს მოუწოდებს, რომ „ქართული
ოცნების“ შემოთავაზება არ მიიღონ. ჯგუშიას თქმით, მმართველი პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილეობა ზუგდიდის ღალატი იქნება.
„მე არ მინდა ზუგდიდის მერობა და არც არასდროს მდომებია, თუმცა თუ „ქართული ოცნება“ თავის კანდიდატს წარადგენს მეც ვიყრი კენჭს. მე მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს მმართველ პარტიაში მერობის კანდიდატების შერჩევა. ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ზუგდიდელები, რომელთა ლოზუნგიც იყო თვითმმართველობა ხალხს, მინდა გავაფრთხილო, რომ არამც და არამც არ ჩასხდნენ ხელმწიფის ნავში. ეს იქნება ზუგდიდის ღალატი. გინდათ ზუგდიდის გადარჩენა მაშინ არ ჩაჯდეთ იმ ხელმწიფის ნავში, რომელმაც დააქცია ქალაქი“, - ამბობს ჯგუშია.
თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის მერობის შემთხვევაში ზუგდიდში სახელმწიფო ბალანსზე არსებული ძვირადღირებული მანქანების გაყიდვას გეგმავს. მისი თქმით, გაყიდული ტრანსპორტიდან შემოსულ თანხას სოციალურად დაუცველებს მოახმარს.
„იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ წარადგენს კანდიდატს, კენჭს ვიყრი. ჩემი მერობის შემთხვევაში გავყიდი ბიუჯეტზე არსებულ ათობით ჯიპს, ხალხის თვალწინ. რა მანქანაშიც ჩაჯდება თენგო ჯგუშია - ამასაც ხალხი აარჩევს. ზუგდიდის მერი უნდა დადიოდეს ავტობუსით“, - თქვა ჯგუშიამ.
ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები