ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის ზუგდიდის საკუთრებაში გადმოსაცემად მოლაპარაკება მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება ანაკლია-განმუხურის
ტერიტორიის ზუგდიდის საკუთრებაში გადმოსაცემად მოლაპარაკებებს აწარმოებს. მისი თქმით, კონსულტაციები ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდინარეობს.
„ეს მიწები არის სამინისტროს საკუთრებაში და შესაძლოა, ჩვენთვის იყოს მნიშვნელოვანი წყარო შემოსავლის. რეალურად, დეცენტრალიზაციისთვის მატერიალური მხარდაჭერა ერთ-ერთი მიმართულებაა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას უფლებამოსილება გაუძლიერდეს. ვმუშაობთ, რომ ჩვენ თავად გავცეთ ტერიტორიები იჯარით სხვადასხვა ღონისძიებისთვის და მუნიციპალიტეტს დამატებით ჰქონდეს შემოსავალი, როგორც შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORT”-ს“, -აღნიშნა წოწერიამ.
შპს ‘ANAKLIA-GANMUKHURI RESORT“-ს ამ ეტაპზე ანაკლია-განმუხურის ტერიტორიები, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, მხოლოდ მოვლა-პატრონობის უფლებამოსლებით აქვს გადაცემული.
მასალის გამოყენების პირობები