ხობის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი, არსებული ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძროაბის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავარიის გამო, ცენტრალურ გზაზე გადაადგილება შეზღუდული იყო.
მასალის გამოყენების პირობები