4 თებერვლიდან დე ფაქტო აფხაზეთში პურის ფასი 3 რუბლით მოიმატებს. ინფორმაცია ამის შესახებ „მინისტრთა კაბინეტის“ ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. დადგენილებაში ნათქვამია, რომ უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან
დამზადებული პური 24 რუბლი, პირველი ხარისხის ფქვილისგან – 23 , ხოლო მეორე ხარისხის ფქვილისგან– 22 რუბლი ეღირება,წერს "აფსნიპრესი". გამოცემის ცნობით, პურის ფასებს "სახელმწიფო" არეგულირებს.
მასალის გამოყენების პირობები