მოქალაქე მერაბ ქვარაიას: თქვენ ბრძანდებით არასრულფასოვანი ქალაქის მაჟორიტარი (ვიდეო)
11:56 / 04.02.2019
ზუგდიდელმა გელა მამფორიამ, რომელიც კოლეჯ “ცხუმ ეგრისის” დირექტორი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, ქალაქის მაჟორიტარს მერაბ ქვარაიას მიმართა და უთხრა, რომ ის ახლა
არასრულფასოვანი ქალაქის მაჟორიტარია. მამფორიას თქმით, ზუგდიდელები თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ მას შემდეგ, რაც ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთვა.
“ქალაქი ვერ იქნება წელგამართული, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატიც ვერ იქნება წელგამართული, თუ ქალაქს სტატუსი არ ექნება. დააყენეთ ეს საკითხი თქვენს კოლეგებთან. ვფიქრობ, რომ ეს ყველა ზუგდიდელის სატკივარია და ეს იყო პოლიტიკურად გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა”,- აღნიშნა მამფორიამ.
თავის მხრივ, მერაბ ქვარაიამ უპასუხა, რომ ეს საკითხი მისთვის მტკივნეულია.
“ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად არ შეიძლება გადაწყვეტილებები მუდმივად იცვლებოდეს. უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით კარგად გაწერილი სტრატეგია“,- განმარტა ქვარაიამ.
სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მოსახლეობას ერთი წლის ანგარიშს აბარებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები