სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსად ლევან წულაია დაინიშნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსად ლევან წულაია კონკურსის შედეგად დაინიშნა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გუბერნიის პრესსამსახურში უთხრეს.
მათივე თქმით, წულაიამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და უფლებამოვალეობის განხორციელებას 3 იანვრიდან შეუდგა.
რაც შეეხება ლაშა გვასალიას, რომელიც ამ პოსტს ადრე იკავებდა, პრესსამსახურის ცნობით, ის კონკურსის შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები