ზუგდიდის მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის თენგო ქობალიას ოჯახის წევრებმა და 200 -ზე მეტმა მხარდამჭერმა კვლავ სამეგრელო-ზემო სვანეთის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონულ წარმომადგენლობასთან გადაინაცვლეს.
თენგო ქობალიას დედა აზა ჯოლოგუა სუს-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. აქციის მიმდინარეობისას ის შეუძლოდ რამდენჯერმე გახდა და მას სასწრაფო დახმარების ექიმებმა ადგილზე გაუწიეს პირველადი დახმარება.
მანამდე აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს, თუმცა ამ წუთისთვის სამანქანო მოძრაობა აღდგა.
ამავე თემაზე:
თენგო ქობალიას დედა გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს
ზუგდიდში თენგო ქობალიას მხარდასაჭერ აქციაზე ხმაურია (ვიდეო)
სასამართლოს გადაწყვეტილებით, თენგიზ ქობალია წინასწარ პატიმრობაში რჩება
მასალის გამოყენების პირობები