აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის უფროსის რეზო ქობალიას ინფორმაციით, ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღდგა. მან რადიო
"ათინათს"
უთხრა, რომ შეზღუდვა დღეს 3 საათზე მოიხსნა და ოკუპირებული ტერიტორიიდან ადამიანები უკვე გადმოდიან.
"ენგურის ხიდი გაიხსნა, უბრალოდ ამ ეტაპზე არის მიმოსვლა იმ ადამიანების, ვისაც აქვს ბინადრობის მოწმობა და დე ფაქტო ადმინისრტაციის მიერ გაცემული ფორმა #9. ხოლო ვისაც გააჩნია ე.წ "მწვანე პასპორტი" - ეს კატეგორია ჯერჯერობით ვერ გადმოდის. დიდი რაოდენობა არ არის დღეს გადმოსვლის, ეტყობა ინფორმაცია ჯერ არ აქვთ, მაგრამ მოძრაობა დაიწყო", - თქვა ქობალიამ.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ე.წ. საზღვარი 91-მა ადამიანმა გადმოკვეთა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა შეზღუდვები 11 იანვარს, ორი თვით, დააწესა. ამის მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასახელდა.
ამავე თემაზე:
გალის მკვიდრი: ყველაფერი გაძვირდა, მძიმე მდგომარეობაა
მასალის გამოყენების პირობები