ენგურის ხიდზე შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა მედიკოსები ადგილზე რჩებიან და მორიგეობენ, ამის შესახებ „ აბხაზია ინფორმს“ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა
ლუდმილა სკორიკმა განუცხადა.
„იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოდან შემოდიან და მათ ვირუსული ან გრიპის მსგავსი სხვა სიმპტომები აღენიშნებათ, ადგილზე შეამოწმებენ. თუ ეჭვს "ღორის გრიპზე" მიიტანენ, მათ უკან დააბრუნებენ“, - განაცხადა სკორიკმა.
სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გახსნის შესახებ ინფორმაციას გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ასტამურ ასლანძიაც ადასტურებს.
«ოფიციალური დოკუმენტები ჯერ არ მინახავს, თუმცა, ენგურის გამშვები პუნქტის მებაჟეებმა მაცნობეს, რომ მათ საზღვარზე ხალხის გატარება დაიწყეს. ასეთი გადაწყვეტილების მიღება გალის რაიონის ადმინისტრაციის კომპეტენციაში არ შედის, ეს აფხაზეთის სასაზღვრო სამსახური კომპეტენციაა», - აღნიშნა ასლანძიამ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა შეზღუდვები 10 იანვარს, ორი თვით, დააწესა. ამის მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასახელდა.
ფოტო "გალ ტვ"
მასალის გამოყენების პირობები