ახალი ამბები
TI: ფოთში თანამდებობის პირების ნაწილს დეკლარაციები არასწორად აქვს შევსებული
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” თანამდებობის პირთა 20-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შედეგად, დეკლარაციების არასრულად შევსების 7 ფაქტი, მათ შორის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 3, საკუთარი და ოჯახის წევრების კუთვნილი წილების არადეკლარირების 13 და კუთვნილი წილების სხვა პირებზე მინდობით გადაუცემლობის 6 ფაქტი გამოვლინდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის, ინფორმაციით, ფოთის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ, 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის და მისი მეუღლე შორენა ნაცვლიშვილი ფლობენ წილებს, ცალკეულ შემთხვევებში კი იკავებენ დირექტორის პოზიციას შემდეგ კომპანიებში: შპს „ალტერო” - 100 %-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, შპს „თეაკომი” - 100 %-იანი წილის მფლობელი , დირექტორი შპს „ალტერო XXI” - 100 %-იანი წილის მფლობელი კოოპერატივი „რკ ნიუ ლეიქი” - თავმჯდომარე.

რაც შეეხება მის ცოლს, შორენა ნაცვლიშვილს, ის შპს „ნიუ ქეფითალ სისტემსის” დირექტორი, შპს „მალალას” 50%-იანი წილის მფლობელი და ხელმძღვანელია. გარდა ამისა, წილს ფლობს და კომპანია „მ2-ის” დირექტორის თანამდებობას იკავებს.

ამავე კვლევის მიხედვით, კონსტანტინე თოფურიას დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი არის შპს „ნაზვრევის” 50%-იანი წილის მფლობელი, თუმცა არ აქვს დეკლარირებული, რომ ამავე კომპანიის დირექტორი მისი მეუღლე შორენა ნაცვლიშვილია.

„ შორენა ნაცვლიშვილი ასევე არის შპს „თბილისი რეფიერ კომპანის” 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი (ინფორმაცია დეკლარირებულია), აღნიშნულ კომპანიას 2014-2018 წლებში 15 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთაგან 2017-2018 წლებში 5 შემთხვევაში გაიმარჯვა. ყველა ტენდერში შემსყიდველი ქალაქ თბილისის მერია იყო, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 5 927 178 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ის ფაქტი, რომ კონსტანტინე თოფურია იკავებს დირექტორის პოზიციას შპს-ებში, წარმოადგენს კანონდარღვევას.

„ საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, თანამდებობის პირი არ შეიძლება საჯარო სამსახურს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელობას უთავსებდეს. გარდა იმისა, რომ კონსტანტინე თოფურიამ აღნიშნულ კომპანიებში უნდა დატოვოს დირექტორის თანამდებობა, საკუთარი წილებიც სამართავად სხვა პირს მინდობით უნდა გადასცეს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.



გამჭვირვალობის კვლევის თანახმად, ფოთის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის სამსახურის უფროსი ლევან ჩოჩიას 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი ძმა ირაკლი ჩოჩია არის შპს „ი.ტ.მ. ჯგუფის” 33%-იანი წილის მფლობელი, ასევე შპს “ლევიკას” 100% წილის მფლობელი და დირექტორი.

ფოთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ნანა ჭანტურიას 2018 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ მისი მეუღლე, ნოდარ მიქაძე არის შპს „პალიასტომი 2016”-ის 34%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი.

ფოთის მერის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსს მაია მაკალათიას 2018 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს „M.M.M.” თავმჯდომარეა.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას 2018 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი არის შპს „კარიბჭის” 25%-იანი წილის მფლობელი. ბადრი ასათიანი შპს „ფოთი ქალაქტრასნპორტის” დირექტორი ბადრი ასათიანს 2018 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ შპს „ექსერგიას” 1%- იანი წილის მფლობელია.

რაც შეეხება შპს „ფოთი ქალაქპროექტის” დირექტორ ლეილა გვასალიას, მას დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ მისი მეუღლე, გოჩა გურგენაძე შპს „ს/კ გივი ჭედია და კომპანიის” 25%-იანი წილის მფლობელია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, ამ ინფორმაციის საფუძველზე შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები შემდგომი რეაგირების მიზნით.
Print Email
FaceBook Twitter
თეგები: ფოთი / დეკლარაცია / TI /
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
18 / მაისი 2025
18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
18 / მაისი 2025
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
17 / მაისი 2025
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.