ზუგდიდში საფლავის ქვების ქურდობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საფლავზე არსებული ნივთის
მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ლ. გ. დააკავეს. რადიო "ათინათს" შს სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული სოფელ ჭითაწყარის N1 სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი საფლავიდან ბიუსტის მოპარვას ცდილობდა.
გამოძიება საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-258-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები