ზუგდიდში, გულუას პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჩხოუშში მკვდარი თევზები ყრია. ფაქტის შესახებ რადიო
„ათინათს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ აცნობა. ის ვარაუდობს, რომ თევზის მოპოვებას
უკანონო მეთოდით ცდილობდნენ, რამაც მათი დახოცვა გამოიწვია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში
„ათინათს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ საკითხს მოიკვლევენ.
მასალის გამოყენების პირობები