ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში რამდენიმე ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად გასაუბრების ეტაპი მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ მერია ავრცელებს. ამავე ცნობით,
ვაკანსია გამოცხადებული იყო შემდეგ პოზიციებზე:
I რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი.
II რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე.
III რანგის III კატეგორიის -დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში უფროსი სპეციალისტი.
ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ მსურველებს HR.GOV.GE-ზე ელექტრონული განაცხადი უნდა შეეტანათ. სულ ასეთი 42 განაცხადია შესული, რომელთაგან საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მერიის ინფორმაციით, 17 კანდიდატი შეესაბამებოდა.
კომისიის შემადგენლობაში სულ 7 წევრია.
მერიაში რადიო
"ათინათს" უთხრეს, რომ გასაუბრების შედეგად გამოვლენილ კანდიდატებს შედეგის შესახებ დღეიდან ხუთ სამუშაო დღეში ეცნობებათ.
ამავე თემაზე:
ლაშა ჯაიანმა თანამდებობა დატოვა
მასალის გამოყენების პირობები