ზუგდიდის მერიის ააიპ "კეთილმოწყობის მართვის ცენტრის" უფროსმა ნოე პერტაიამ თანამდებობა დღეს დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ პერტაიამ რადიო
"ათინათს" დაუდასტურა. მან გვითხრა, რომ
გადაწყვეტილება საკუთარი ასაკიდან გამომდინარე მიიღო და სხვა მოტივი არ ჰქონია.
"უკვე ასაკში ვარ და ოჯახის წევრებთან შეთანხმებით დავწერე განცხადება, თუმცა ვრჩები ამ გუნდში, რა თქმა უნდა", - გვითხრა პერტაიამ.
მანამდე ნოე პერტაიამ რადიო
"ათინათს" განუმარტა, რომ თანამდებობის დატოვებას საკუთარი სურვილით არ აპირებდა, თუმცა ამ ეტაპზე ხაზგასმით ამბობს, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო. პერტაია არ გამორიცხავს, რომ სხვა პოსტზე დაინიშნოს.
თანამდებობიდან გადადგა რამდენიმე დღის წინ ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსი რუსლან კილასონია. მანაც განცხადების დაწერის ერთ-ერთ მოტივად საკუთარი ასაკი დაგვისახელა. მოგვიანებით კი კილასონია მერის პირველი მოადგილის თანაშემწედ დაინიშნა.
ამავე თემაზე:
რუსლან კილასონია ვიცე-მერის მრჩევლად დაინიშნა
მასალის გამოყენების პირობები