აფხაზეთის სოფელ ზემო ეშერაში საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს ცნობით, შემთხვევა 8 თებერვალს, დაახლოებით 14 საათზე მოხდა,
ფსოუ- ენგურის 95 -ე კმ-ზე მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად დაიღუპა 1965 წელს დაბადებული ქალი, რომელიც ВАЗ-2107 - მართავდა, აალდა Lexus LS 430 მარკის ავტომობილი. ადგილზე მისულმა მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს, ასევე დაზიანებულია მესამე - Toyota-ს მარკის ავტომობილი, წერს „აფსადგილ ინფო“. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები