ზუგდიდის მერიის წინ ყოფილი მაღალჩინოსნის თენგო ქობალიას მეგობრები, მხარდაჭერები და ოჯახის წევრები არიან შეკრებილები. მუნიციპალური სერვისების მართვის
სამსახურის ყოფილი უფროსის მხარდამჭერი აქცია საინიციატივო ჯგუფის: „სოლიდარობა თენგო ქობალიას“ ორგანიზებით იმართება. ისინი თენგო ქობალიასთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვენ. მათივე თქმით, მიუღებელია ის ფორმა, რითაც ის დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ ქობალია პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქობალიას ოჯახმა და მხარდამჭრებმა ზუგდიდში, აქციით გააპროტესტეს.
ქობალია, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 24 დეკემბერს საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა. ქობალიას წინასწარი პატიმრობა 25 დეკემბერს შეეფარდა.
ამავე თემაზე:„სოლიდარობა თენგო ქობალიას“ - ზუგდიდის მერიასთან აქცია დაიგეგმა
მასალის გამოყენების პირობები