ახალი ამბები
„ათინათმა“ პროგრამა „მომავლის თაობის“ 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა (ვიდეო)
ასოციაცია "ათინათმა" პროგრამა „მომავლის თაობის“ 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, რომელშიც განხორციელებული პროექტების პრეზენტაციები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტნიორ სკოლებში შექმნილი სამოქალაქო კლუბების წევრებმა წარმოადგინეს. მოსწავლეებმა მათ მიერ ჩატარებულ აქტივობებზე ისაუბრეს. პრეზენტაციები ძირითადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სოფლის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციასა და გარემოსდაცვით საკითხებს ეხებოდა. სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლების თქმით, პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა დაიგეგმა, რაშიც აქტიური ბავშვები იღებენ მონაწილეობას. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარი ძალებით დადებითი ცვლილებების მოხდენა შეძლონ და მსგავს აქტივობებს მომავალშიც გეგმავენ.
alt
„ჩვენ ვიმუშავეთ საგრანტო კონკურსზე "მე და ჯანსაღი ცხოვრება". ამ პროექტმა მომცა ძალიან დიდი გამოცდილება, თავისუფლება და ცვლილებები“, - თქვა კორცხელის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერმა ანუნა კვარაცხელიამ.

ღონისძიებას სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძეც ესწრებოდა. მან პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პრეზენტაციებიც შეაფასა.
alt
„ძალიან მომეწონა პრეზენტაციები. ზოგადად სამოქალაქო განათლებას სამი რამ სჭირდება იმისთვის, რომ ისწავლებოდეს ხარისხიანად. ეს არის კარგი სახელმძღვანელო, რითაც ჩვენ ვეხმარებით სკოლებს. კარგად მომზადებული პედაგოგი და ეს კომპონენტიც გვაქვს ჩვენ და რაც მთავარია პრაქტიკაში ამ ცოდნის გადატანის შესაძლებლობის შექმნა მოსწავლეებისთვის. სწორედ ასეთი პროექტების პრეზენტაცია იყო დღეს“, - აღნიშნა მარინა უშვერიძემ.

პროგრამის დირექტორმა ასევე ლეპტოპით და პლანშეტით დააჯილდოვა ექვსი სკოლა და ერთი პედაგოგი, მათ ასევე გადაეცათ სერთიფიკატები.
alt
პარტნიორ სკოლებში პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ხელშეწყობისთის მადლობის სიგელით სამეგრელო-ზემო სვანეთის 5 მუნიციპალიტეტი: ზუგდიდი, აბაშა, წალენჯიხა, სენაკი და ხობი დაჯილდოვდა.
alt
როგორც ზუგდიდის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა ბესიკ არახამიამ აღნიშნა, ამ პროექტის სიძლიერე ის არის, რომ სკოლის მოსწავლეებს თავისუფლად შეეძლოთ ემუშავათ იმ საჭირბოროტო საკითხების წამოჭრაზე, რაც მათ სკოლებშია.
alt
„მომეწონა ყველა პროექტი. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და რასაც თქვენ ახორციელებთ ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ის ატარებს საგანმანათლებლო ხასიათს“, - თქვა ბესიკ არახამიამ.

2018 წლიდან სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ახალ 230 სკოლას უწევს დახმარებას. მის ფარგლებში ასოციაცია ,,ათინათი“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 32 სკოლაში მუშაობს. „მომავლის თაობა“ ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლებას სკოლებში და მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდას.
alt
პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამა ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია "ათინათი".







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.